Tor-ბრაუზერის სისტემიდან ამოშლა მარტივია:

Windows-ზე:

  • მონახეთ Tor-ბრაუზერის ან პროგრამის საქაღალდე. ნაგულისხმევი მდებარეობაა სამუშაო ეკრანი.
  • წაშალეთ Tor-ბრაუზერის საქაღალდე.
  • გაასუფთავეთ სანაგვე ურნა.

macOS-ზე:

  • მონახეთ Tor-ბრაუზერის ან პროგრამის საქაღალდე. ნაგულისხმევი მდებარეობაა პროგრამების (Applications) საქაღალდე.
  • გადაიტანეთ Tor-ბრაუზერის საქაღალდე სანაგვეში.
  • გადადით ~/Library/Application Support/ საქაღალდეში.
  • გაითვალისწინეთ, რომ ბიბლიოთეკის (Library) საქაღალდე დამალულია macOS-ის ახალ ვერსიებში. Finder-ში მის მოსანახად, აირჩიეთ „Go to Folder...“ მენიუდან „Go“.

Go to folder menu option.

  • Then type ~/Library/Application Support/ in the window and click Go.

Go to folder window.

  • მონახეთ საქაღალდე TorBrowser-Data და გადაიტანეთ სანაგვეში.
  • გაასუფთავეთ სანაგვე ურნა.

გაითვალისწინეთ, რომ თუ Tor-ბრაუზერი არ დაგიყენებით ნაგულისხმევ მდებარეობაზე (საქაღალდეში Applications), მაშინ საქაღალდე TorBrowser-Data არ იქნება მისამართზე ~/Library/Application Support/, არამედ იქნება იმ საქაღალდეში სადაც დაყენებულია Tor-ბრაუზერი.

Linux-ზე:

  • მონახეთ საქაღალდე Tor-browser. ჩვეულებრივ, Linux-ზე არ არსებობს ნაგულისხმევი მდებარეობა, თუმცა წესით უნდა იყოს საქაღალდეში დასახელებით „tor-browser_en-US“, ინგლისური ვერსიის შემთხვევაში.
  • წაშალეთ საქაღალდე Tor Browser.
  • გაასუფთავეთ სანაგვე ურნა.

გაითვალისწინეთ, რომ თქვენი სისტემის „პროგრამების ამოშლის“ ჩვეულებრივი ხელსაწყო არ გამოიყენება.