ნაგულისხმევად, Tor-ბრაუზერი უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხოებას მიმოცვლილი მონაცემების დაშიფვრით.
დამატებით, შეგიძლიათ გაზარდოთ უსაფრთხოება, ვებგვერდებზე გარკვეული სახის შესაძლებლობების გათიშვით, რომლებიც სახიფათოა თქვენი დაცულობისა და ვინაობის გაუმხელობისთვის.
ამის გაკეთება, Tor-ბრაუზერის უსაფრთხოების დონის მომატებითაა შესაძლებელი, დაცვის მენიუში.
Tor-ბრაუზერის დაცვის დონის გაზრდით, ზოგიერთი ვებსაიტი გამართულად ვერ იმუშავებს, ასე რომ მოგიწევთ გარკვეული წონასწორობის შერჩევა, უსაფრთხოებასა და გამოყენების მოხერხებულობას შორის.
უსაფრთხოების პარამეტრებთან წვდომა
უსაფრთხოების პარამეტრებთან წვდომისთვის, დაწკაპეთ ფარის ნიშანზე, Tor-ბრაუზერის მისამართების ველის გვერდით.
უსაფრთხოების პარამეტრების სანახავად და შესარჩევად, ფარის მენიუში დაწკაპეთ ღილაკზე „უსაფრთხოების დამატებითი პარამეტრები...“.
უსაფრთხოების დონეები
უსაფრთხოების დონის აწევა Tor-ბრაუზერის უსაფრთხოების პარამეტრებიდან, გათიშავს ან ნაწილობრივ შეზღუდავს ბრაუზერის გარკვეულ შესაძლებლობებს, შეტევებისგან დაცვის გასაძლიერებლად.
ამ პარამეტრების ხელახლა ჩართვა ნებისმიერ დროს შეგეძლებათ უსაფრთხოების დონის შერჩევით.
ჩვეულებრივი
- მოცემული დონისთვის, Tor-ბრაუზერისა და ვებსაიტების შესაძლებლობები ჩართულია.
დაცული
გაითიშება ვებსაიტის საფრთხისშემცველი შესაძლებლობები, სავარაუდოდ საიტების ნაწილი ვერ იმუშავებს გამართულად.
JavaScript გათიშულია HTTPS-ს არმქონე ყველა საიტზე; შრიფტებისა და მათემატიკური სიმბოლოების ნაწილი გათიშულია; ვიდეოები და ხმოვანი ფაილები (HTML5-ფორმატის) ეშვება დაწკაპებით.
სრულიად დაცული
ამ დონეზე დაშვებულია მხოლოდ ის შესაძლებლობები, რომლებსაც საჭიროებს უცვლელი შიგთავსის მქონე საიტები და ძირითადი მომსახურებები.
ცვლილებები შეეხება სურათებს, ფაილებსა და სკრიპტებს.
JavaScript ნაგულისხმევად გათიშულია ყველა საიტზე; შრიფტების, მათემატიკური სიმბოლოებისა და სურათების ნაწილი გათიშულია; ვიდეოები და ხმოვანი ფაილები (HTML5-ფორმატის) ეშვება დაწკაპებით.