თუ პირადი მონაცემები, როგორიცაა ანგარიშის სახელი და პაროლი, ინტერნეტით დაუშიფრავად გადაიცემა, მარტივად იქნება ხელმისაწვდომი მეთვალყურეებისთვის. საიტის ანგარიშზე შესვლისას, დარწმუნდით რომ ეს საიტი უზრუნველყოფს HTTPS-დაშიფვრას, რომელიც დაგიცავთ ინფორმაციის ამგვარი სახით ხელყოფისგან. ამის გადამოწმება შეგიძლიათ მისამართების ველიდან. თუ თქვენი კავშირი დაშიფრულია, მისამართის თავსართი იქნება „https://“ და არა „http://“.

შემდეგი გამოსახულება აჩვენებს, თუ რა ინფორმაციაა ხილული მეთვალყურეებისთვის, Tor-ბრაუზერითა და HTTP-დაშიფვრით ან მათ გარეშე:

  • დააწკაპეთ „Tor-ის“ ღილაკს რომ იხილოთ, თუ რა მონაცემებია ხილული გარეშე თვალისთვის, Tor-ით სარგებლობისას. ღილაკი იქცევა მწვანედ იმის მისანიშნებლად, რომ Tor ჩართულია.
  • დააწკაპეთ „HTTPS-ის“ ღილაკზე, რომ იხილოთ, თუ რა მონაცემებია ხილული გარეშე თვალისთვის, HTTPS-ით სარგებლობისას. ღილაკი იქცევა მწვანედ, იმის მისანიშნებლად, რომ HTTPS ჩართულია.
  • როდესაც ორივე ღილაკი მწვანეა, თქვენ იხილავთ, თუ რამონაცემებია ხილული გარეშე თვალისთვის, ორივე მათგანით სარგებლობისას.
  • როდესაც ორივე ღილაკი ნაცრისფერია, თქვენ იხილავთ, თუ რა მონაცემებია ხილული გარეშე თვალისთვის, როცა არცერთ მათგანს არ იყენებთ.



შესაძლო ხილული მონაცემები
Site.com
მონახულებული საიტი.
user / pw
შესვლისას გამოყენებული მომხმარებლის სახელი და პაროლი.
data
გადაგზავნილი მონაცემები.
location
ქსელის მისამართი, რომელსაც კომპიუტერი იყენებს საიტზე შესვლისას (გარე IP-მისამართი).
Tor
გამოყენებულია თუ არა Tor.