როდესაც პირველად ჩართავთ Tor-ბრაუზერს, იხილავთ Tor-თან დაკავშირების ფანჯარას. იგი გთავაზობთ აირჩიოთ, პირდაპირ დაუკავშირდეთ Tor-ქსელს, თუ გამართოთ Tor-ბრაუზერი თქვენი კავშირებისთვის. იქვე იქნება მოსანიშნით, თუ გირჩევნიათ, რომ ყოველთვის თავადვე დაუკავშირდეს Tor-ქსელს, აღნიშნულ შემთხვევაში, მონიშნავთ უჯრას.

დაკავშირება

Click 'connect' to connect to Tor.

უმეტეს შემთხვევაში, „დაკავშირებაზე“ დაჭერა, საკმარისია Tor-ქსელთან მისაერთებლად დამატებითი გამართვის გარეშე

როდესაც დააწკაპებთ, გამოჩნდება მდგომარეობის ზოლი, სადაც ნაჩვენები იქნება Tor-თან კავშირის მიმდინარეობა. თუ შედარებით სწრაფი ინტერნეტი გაქვთ და ზოლის შევსება გაიჭედება ერთ ადგილზე, იხილეთ გაუმართაობის აღმოფხვრის გვერდი, დახმარების მისაღებად ხარვეზის გამოსწორებისთვის. თუ იცით რომ თქვენი კავშირი ცენზურის ქვეშაა ან პროქსის იყენებს, მაშინ უმჯობესია დაწკაპოთ „Tor-ქსელის პარამეტრები“.

Click 'Tor Network Settings' to adjust network settings.

გამართვა

Tor-ბრაუზერი გაგიძღვებათ გარკვეული სახის პარამეტრების გასამართად.

პირველი მოსანიშნია სწრაფგაშვება. როცა მონიშნულია, ყოველი გახსნისას, Tor-ბრაუზერი თავადვე შეეცდება დაკავშირებას, ქსელის ადრინდელი პარამეტრებით.

მეორე მოსანიშნით მიეთითება, რომ გესაჭიროებათ გადამცემი ხიდი. თუ იცით რომ ცენზურის ქვეშ ხართ ან სცადეთ დაკავშირება Tor-ქსელთან და ვერ მოხერხდა, ამასთან ვერც სხვა გადაწყვეტებმა უშველა, აირჩიეთ „ხიდის გამოყენება“.

Configure Tor bridge options

შედეგად გამოჩნდება გვერდის ავლის არე, საიდანაც შეძლებთ გამართოთ მისაერთებელი გადამყვანები ან დაუკავშირდეთ ხიდებით.

სხვა პარამეტრები

მესამე მოსანიშნზე იქნება კითხვა, თქვენი კავშირი პროქსის ხომ არ იყენებს. ჩვეულებრივ, არ გამოიყენება ხოლმე. წესით, ისედაც გეცოდინებათ, თუ მონიშვნა იქნება საჭირო, რადგან იგივე პარამეტრების მითითება, სხვა ბრაუზერებზეც დაგჭირდებოდათ. თუ შესაძლებელია, გაესაუბრეთ თქვენი ქსელის ზედამხედველს, დამატებითი მითითებებისთვის. თუ თქვენი ქსელი არ იყენებს პროქსის, დაწკაპეთ „დაკავშირება“.

Configure proxy options