Onion-მომსახურებები (ცნობილი, როგორც DarkNet ანუ „ჩრდილოვანი ქსელი“) წარმოადგენს მომსახურებებს (აგრეთვე საიტებს) რომლებიც მხოლოდ Tor-ქსელის საშუალებითაა ხელმისაწვდომი.
Onion-მომსახურებებს გააჩნია გარკვეული უპირატესობები, ჩვეულებრივ, დაუცველ ქსელთან შედარებით:
- Onion-მომსახურებების მდებარეობა და IP-მისამართები დამალულია, რაც ართულებს ზედამხედველებისა და ცენზორების მიერ მათ აღმოჩენასა ან მათი გამშვებების დადგენას.
- მიმოცვლილი მონაცემები Tor-ის მომხმარებლებსა და Onion-მომსახურებებს შორის დაცულია გამჭოლი დაშიფვრით, ასე რომ შეგიძლიათ არ იდარდოთ HTTPS-ით დაკავშირებაზე.
- Onion-მომსახურების მისამართი თავისით იქმნება, ასე რომ საიტის მმართველს, არ ესაჭიროება დომენური სახელის შეძენა; მისამართის .onion დაბოლოება, აგრეთვე ეხმარება Tor-ს იმის დამოწმებაში, რომ კავშირი სწორადაა დამყარებული და ადგილი არ აქვს უნებართვო ჩარევებს.
წვდომის მიღება ONION-მომსახურებებთან
სხვა ვებსაიტების მსგავსად, გესაჭიროებათ Onion-მომსახურების ზუსტი მისამართის ცოდნა, მასთან დასაკავშირებლად. Onion-მისამართი შედგება, როგორც წესი, შემთხვევით შერჩეული 56 ასობგერისა და ციფრისგან, დაბოლოებით „.onion“.
როდესაც უკავშირდებით ვებსაიტს, რომელიც onion-მომსახურებას იყენებს, Tor-ბრაუზერი გაჩვენებთ მისამართების ველში ხახვის ხატულას, კავშირის მდგომარეობის აღსანიშნავად: უსაფრთხოა და იყენებს onion-მომსახურებას.
ვრცლად, იხილავთ Onion-საიტის შესახებ რომელსაც სტუმრობთ, წრედის მეშვეობით.
კიდევ ერთი საშუალება, Onion-საიტზე ინფორმაციის მისაღებად, თუ საიტის მფლობელს აქვს დანერგილი, არის Onion-მდებარეობა.
Onion-მდებარეობა არის განსხვავებული სახის HTTP-თავსართი, რომლითაც საიტებს შეუძლია თავიანთი onion-ასლის ხალხისთვის შეთავაზება.
თუ ვებსაიტს, რომელსაც სტუმრობთ გააჩნია onion-საიტიც, იისფერი შემოთავაზება გამოჩნდება მისამართების ველში ტექსტით „.onion ხელმისაწვდომია“
როცა დაწკაპებთ „.onion ხელმისაწვდომიას“, ვებსაიტი ახლიდან ჩაიტვირთება უკვე onion-მისამართიდან.
საიტის Onion-ვერსიისთვის უპირატესობის მისანიჭებლად, შეგიძლიათ ჩართოთ Onion-მდებარეობაზე ავტომატური გადამისამართება.
დაწკაპეთ მთავარ მენიუს (≡), გადადით პარამეტრებზე, აირჩიეთ პირადულობა და უსაფრთხოება, სადაც Onion-მომსახურებების არეში ნახავთ „უპირატესობა .onion-საიტებს ამოცნობისას“ და მონიშნეთ „ყოველთვის“.
ან, თუ უკვე გაშვებული გაქვთ Tor-ბრაუზერი, შეგიძლიათ ახალ ჩანართში ჩასვათ ასლი მოცემული მისამართის: about:preferences#privacy
და შეცვალოთ პარამეტრი.
ONION-მომსახურების დამოწმება
დამოწმებული onion-მომსახურება ისეთი მომსახურებაა, რომელიც საჭიროებს კლიენტის მხრიდან დასამოწმებელი საბუთის წარმოდგენას, მომსახურებასთან წვდომის მისაღებად.
როგორც Tor-მომხმარებელმა, შეგიძლიათ დაამოწმოთ ვინაობა პირდაპირ Tor-ბრაუზერში.
მომსახურებასთან კავშირისთვის, დაგჭირდებათ მონაცემები, რომლებსაც Onion-მომსახურება მომსახურება მოგაწვდით.
როდესაც ეწვევით დამოწმებულ onion-მომსახურებას, Tor-ბრაუზერი მისამართების ველში გამოაჩენს პატარა რუხ გასაღებს, თანდართული წარწერით.
შეიყვანეთ სათანადო საიდუმლო გასაღები, შესატან ველში.
ONION-მომსახურებების შეცდომები
თუ ვერ უკავშირდებით Onion-საიტს, Tor-ბრაუზერი მოგაწვდით შეცდომის შესაბამის შეტყობინებას, თუ რატომაა საიტი მიუწვდომელი.
შეცდომები სხვადასხვა შრეზე შეიძლება წარმოიშვას: კლიენტის მხარეს, ქსელში ან მომსახურების მხარეს.
ზოგიერთი შეცდომა შეიძლება გამოსწორდეს ხარვეზების აღმოფხვრის არედან.
ცხრილში ქვემოთ ნაჩვენებია ყველა შესაძლო შეცდომა და მოქმედება, რომელიც გამოსადეგია ხარვეზის გამოსასწორებლად.
კოდი |
შეცდომის დასახელება |
მოკლე აღწერა |
XF0 |
Onion-საიტი ვერ მოიძებნა |
უმეტესად შედეგია იმისა, რომ საიტი არაა ხაზზე ან გამორთულია. დაუკავშირდით Onion-საიტის ხელმძღვანელობას. |
XF1 |
Onion-საიტი მიუწვდომელია |
Onion-საიტი მიუწვდომელია შიდა შეცდომის გამო. |
XF2 |
Onion-საიტი გათიშულია |
უმეტესად შედეგია იმისა, რომ Onion-საიტი არაა ხაზზე ან გამორთულია. დაუკავშირდით Onion-საიტის ხელმძღვანელობას. |
XF3 |
ვერ უკავშირდება Onion-საიტს |
Onion-საიტი დატვირთულია ან Tor-ქსელია გადატვირთული.. კვლავ სცადეთ მოგვიანებით. |
XF4 |
Onion-საიტი საჭიროებს შესვლის დამოწმებას |
Onion-საიტთან წვდომისთვის საჭიროა გასაღები, რომელიც არ მითითებულა. |
XF5 |
Onion-საიტზე დამოწმება ვერ მოხერხდა |
მითითებული გასაღები არასწორი ან გაუქმებულია. დაუკავშირდით Onion-საიტის ხელმძღვანელობას. |
XF6 |
Onion-საიტის არამართებული მისამართი |
მოცემული Onion-საიტის მისამართი არასწორია. გთხოვთ, გადაამოწმოთ შეყვანამდე. |
XF7 |
Onion-საიტის წრედის შექმნის დრო ამოიწურა |
ვერ მოხერხდა Onion-საიტთან მიერთება, შესაძლოა სუსტი კავშირის გამო. |
ხარვეზების მოგვარება
თუ საჭირო Onion-მომსახურებასთან წვდომას ვერ ახერხებთ, დარწმუნდით რომ მისამართი სწორად შეგყავთ: მცირე შეცდომაც კი არ მისცემს Tor-ბრაუზერს საიტთან წვდომის საშუალებას.
თუ მაინც ვერ ახერხებთ დაკავშირებას Onion-მომსახურებასთან მისამართის გადამოწმების შემდეგაც, გთხოვთ სცადოთ ხელახლა მოგვიანებით. შესაძლოა დროებითი შეფერხება იყოს ან საიტის ხელმძღვანელობამ გაუფრთხილებლად გამოთიშა ხაზიდან.
თუ Onion-მომსახურება, რომელთან წვდომასაც ცდილობთ შედგება 16 ასონიშნისგან (V2 სახეობის), ამგვარი მისამართები მოძველებულია და გაუქმდება.
ამასთან, Onion-მომსახურებებთან წვდომის შესაძლებლობა შეგიძლიათ გადაამოწმოთ DuckDuckGo-ს Onion-მომსახურებასთან. დაკავშირების მეშვეობით.