სურვილის შემთხვევაში, Tor-ბრაუზერი სატარებლადაც გამოდგება, არქივის შიგთავსის ამოღებითა და განთავსებით პირდაპირ მოსახსნელ მოწყობილობაზე, როგორიცაა USB-მეხსიერება ან SD-ბარათი.
სასურველია, მოწყობილობას ჰქონდეს ჩაწერის შესაძლებლობაც, რომ Tor-ბრაუზერმა შეძლოს განახლება საჭიროებისას.
Windows-ისთვის:
შეაერთეთ მოსახსნელი მოწყობილობა და დააფორმატეთ. ნებისმიერი საფაილო სისტემა გამოდგება.
გადადით Tor-ბრაუზერის ჩამოტვირთვის გვერდზე.
ჩამოტვირთეთ Windows-ზე .exe
ფაილი და შეინახეთ პირდაპირ აღნიშნულ მოწყობილობაზე.
(სასურველია) ფაილის დამოწმება ხელმოწერით.
როცა ჩამოტვირთვა დასრულდება, დაწკაპეთ .exe
ფაილზე და დაიწყება დაყენება.
როცა დაყენების მეგზური მოითხოვს მდებარეობის შერჩევას Tor-ბრაუზერისთვის, მიუთითეთ თქვენი მოსახსნელი მოწყობილობა.
macOS-ისთვის:
შეაერთეთ მოსახსნელი მოწყობილობა და დააფორმატეთ. საფაილო სისტემად აუცილებლად უნდა მიუთითოთ macOS Extended (Journaled).
გადადით Tor-ბრაუზერის ჩამოტვირთვის გვერდზე.
ჩამოტვირთეთ macOS-ის .dmg
ფაილი და შეინახეთ პირდაპირ აღნიშნულ მოწყობილობაზე.
(სასურველია) ფაილის დამოწმება ხელმოწერით.
როცა ჩამოტვირთვა დასრულდება, დაწკაპეთ .dmg
ფაილზე და დაიწყება დაყენება.
როცა დაყენების მეგზური მოითხოვს მდებარეობის შერჩევას Tor-ბრაუზერისთვის, მიუთითეთ თქვენი მოსახსნელი მოწყობილობა.
GNU/Linux-ისთვის:
შეაერთეთ მოსახსნელი მოწყობილობა და დააფორმატეთ. ნებისმიერი საფაილო სისტემა გამოდგება.
გადადით Tor-ბრაუზერის ჩამოტვირთვის გვერდზე.
ჩამოტვირთეთ Linux-ის .tar.xz
ფაილი და შეინახეთ პირდაპირ აღნიშნულ მოწყობილობაზე.
(სასურველია) ფაილის დამოწმება ხელმოწერით.
როცა ჩამოტვირთვა დასრულდება, არქივის შიგთავსი განათავსეთ აგრეთვე ამ მოწყობილობაზე.