Tor საჭიროებს თქვენი სისტემის საათის (ასევე დროის სარტყლის) სწორად მითითებას.
ანტივირუსი ან მავნე პროგრამებისგან დაცვა ზღუდავს Tor-ბრაუზერთან წვდომას.
ზოგჯერ, აგდებს ცრუ განგაშს, მავნე პროგრამებსა და/ან სისუსტეებზე.
ვრცლად, ამის შესახებ იხილავთ ჩვენი მხარდაჭერის საიტზე.
მოცემული ანტივირუსი და ქსელის ფარი ცნობილია, რომ აფერხებს Tor-ს, შესაძლოა, მისი დროებით გათიშვა იყოს საჭირო:
- Webroot SecureAnywhere
- Kaspersky Internet Security 2012
- Sophos Antivirus Mac-ისთვის
- Microsoft Security Essentials
- Avast Antivirus
VPN-ები ასევე აფერხებს Tor-ს და საჭიროა მათი გათიშვა.
ამასთან, არ გირჩევთ VPN-ის გამოყენებას Tor-თან ერთად, თუ არ ხართ გამოცდილი მომხმარებელი, რომელმაც იცის თუ როგორ გამართოს ორივე ისე, რომ არ დაირღვეს მომხმარებლის პირადი მონაცემების უსაფრთხოება.
დაწვრილებით, Tor-ის VPN-თან გამოყენების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვიკიში.
ვიდეოები, რომელთაც ესაჭიროება Adobe Flash, მიუწვდომელია.
Flash გათიშულია უსაფრთხოების მიზნით.
Tor-მა შესაძლოა გადამცემი ხიდი აღარ გამოიყენოს, თუ პროქსია მითითებული.
Tor-ბრაუზერის კრებული დათარიღებულია 1 იანვრით, 2000 00:00:00 UTC.
ეს იმისთვის, რომ ყოველი ანაწყობი ზუსტად ერთნაირად გავრცელდეს.
საკითხები, Tor-ბრაუზერის ნაგულისხმევად მითითებაზე.
თუ Tor-ბრაუზერი აქამდე მუშაობდა და აღარ მუშაობს (განსაკუთრებით თავიდან დაყენების ან განახლების შემდგომ), შეიძლება თქვენი სისტემა ძილის რეჟიმში იმყოფებოდა.
სისტემის ხელახლა ჩართვამ, ამ შემთხვევაში, შეიძლება უშველოს.
Tor ვერ გაეშვება Windows-ში, როცა საქაღალდის მისამართში, არალათინური სიმბოლოებია.
BitTorrent ვერ უზრუნველყოფს ვინაობის გაუმხელობას Tor-ით.