ზოგჯერ, პირდაპირი წვდომა Tor-ქსელთან შეზღუდულია თქვენი ინტერნეტის მომწოდებლის ან მთავრობის მიერ.
Tor-ბრაუზერს გააჩნია ამ შეზღუდვებისთვის გვერდის ავლის გარკვეული საშუალებები. მათ ეწოდება „მისაერთებელი გადამყვანები“.
მისაერთებელი გადამყვანის სახეობები
ამჟამად სამი სახის მისაერთებელი გადამყვანია ხელმისაწვდომი, მაგრამ სხვებიც მუშავდება.
obfs4
|
obfs4 აძლევს Tor-ით მიმოცვლილ მონაცემებს შემთხვევით სახეს და ამასთან არ აძლევს ცენზორებს საშუალებას მოიძიონ გადამცემი ხიდები, ინტერნეტსკანერით. obfs4 გადამცემი ხიდის აღმოჩენა და შეზღუდვა ნაკლებად მოსალოდნელია, ვიდრე მისი წინამორბედის, obfs3-ის გადამცემის.
|
meek
|
meek-გადამყვანები გადაცემულ მონაცემებს აძლევს ისეთ სახეს, თითქოს Tor-ქსელით სარგებლობის ნაცვლად, ცნობილ საიტებს ათვალიერებთ. meek-azure წარმოაჩენს ისე, თითქოს Microsoft-ის ვებმომსახურებებს უკავშირდებით.
|
Snowflake
|
Snowflake წარმოადგენს Flashproxy-ის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. იგი მიმოცვლილ მონაცემებს აგზავნის WebRTC-ის გავლით, პირდაპირი კავშირის პროტოკოლით, მათ შორის NAT-ის პირობებშიც, შესაბამისი ჩაშენებული საშუალებებით.
|
მისაერთებელი გადამყვანების გამოყენება
მისაერთებელი გადამყვანით სარგებლობისთვის, დაწკაპეთ „Tor-ქსელის პარამეტრები“, Tor-ბრაუზერის პირველი გაშვებისას.
გადამცემი „ხიდის“ განყოფილებაში, მონიშნეთ „ხიდის გამოყენება“ და აირჩიეთ „ჩაშენებული გადამცემი ხიდის მითითება“.
ჩამოსაშლელი მენიუდან მიუთითეთ სასურველი მისაერთებელი გადამყვანი გამოსაყენებლად.
საჭირო მისაერთებელი გადამყვანის მითითების შემდგომ, გადადით ზემოთ და დაწკაპეთ „დაკავშირება“, პარამეტრების შესანახად.
ან, თუ Tor-ბრაუზერი უკვე გაშვებულია, დაწკაპეთ „პარამეტრები“ მთავარ მენიუში (≡) და შემდეგ „Tor“, გვერდით ზოლზე.
„ხიდების“ განყოფილებაში, მონიშნეთ „ხიდის გამოყენება“ და ჩამოსაშლელი მენიუდან „ჩაშენებული გადამცემი ხიდის მითითება“, აირჩიეთ სასურველი მისაერთებელი გადამყვანი.
თქვენი პარამეტრები ავტომატურად შეინახება ჩანართის დახურვისას.
რომელი გადამყვანი უნდა გამოვიყენო?
Tor-ის ხიდების მენიუში მოცემული თითოეული გადამყვანი, სხვადასხვაგვარად მუშაობს და მათი შედეგიანობა დამოკიდებულია გვერდის ავლის თავისებურებებზე.
თუ პირველად ცდილობთ შეზღუდული ქსელისთვის გვერდის ავლას, ჯობია მოსინჯოთ სხვადასხვა სახის გადამყვანები: obfs4, snowflake ან meek-azure.
თუ ცდით ყველა მათგანს და ვერცერთი ვერ დაგაკავშირებთ ინტერნეტთან, დაგჭირდებათ გადამცემი ხიდების მოთხოვნა ან მათი მისამართების ხელით მითითება.
წაიკითხეთ ხიდების შესახებ განყოფილება და შეიტყვეთ, თუ რას წარმოადგენს ხიდები და როგორ ხდება მათი მოპოვება.