მისაერთებელი გადამყვანების დიდი ნაწილი, მათ შორის obfs4, ეფუძნება „ხიდურ“ გადამცემებს.
Tor-ის ჩვეულებრივი გადამცემების მსგავსად, ხიდებიც გაშვებულია მოხალისეების მიერ; თუმცაღა, განსხვავებით რიგითი გადამცემებისა, ისინი არაა საჯაროდ გამოქვეყნებული, შესაბამისად მოწინააღმდეგე მხარე, ვერ შეძლებს მათ ადვილად აღმოჩენას.
ხიდების გამოყენება მისაერთებელ გადამყვანებთან ერთად, გამოსადეგია Tor-ით სარგებლობის შესანიღბად, თუმცა შესაძლოა შეანელოს კავშირი, ჩვეულებრივ Tor-გადამცემებთან შედარებით.
სხვა მისაერთებელი გადამყვანები, როგორიცაა meek, იყენებს ცენზურის ასარიდებელ განსხვავებულ საშუალებებს, რომლებიც არაა დაფუძნებული გადამცემ ხიდებზე. თქვენ არ დაგჭირდებათ ხიდების მისამართების მოპოვება, ამ გადამყვანების გამოსაყენებლად.
გადამცემი ხიდების მისამართების მიღება
ვინაიდან, გადამცემი ხიდები არაა საჯაროდ ხელმისაწვდომი, დაგჭირდებათ მათი მოთხოვნა. გაქვთ რამდენიმე არჩევანი:
- იხილეთ https://bridges.torproject.org/ და მიჰყევით მითითებებს, ან
- გამოგზავნოთ წერილი მისამართზე [bridges@torproject.org](mailto:bridges@torproject.org Gmail ან Riseup ელფოსტიდან
- გამოიყენოთ Moat ხიდების მისაღებად Tor-ბრაუზერში.
როგორ გამოიყენება MOAT
თუ პირველად უშვებთ Tor-ბრაუზერს, დაწკაპეთ „Tor-ქსელის პარამეტრებს“, გამართვის ფანჯრის გასახსნელად.
„ხიდების“ განყოფილებაში, მონიშნეთ „ხიდის გამოყენება“, შემდეგ „გადამცემი ხიდის მოთხოვნა საიტიდან torproject.org“ და დაწკაპეთ „ახალი გადამცემი ხიდის მოთხოვნა...", შედეგად BridgeDB მოგაწვდით ერთ-ერთ მათგანს.
გაიარეთ Captcha-შემოწმება და დაწკაპეთ „გაგზავნა“. დააჭირეთ „დაკავშირებას“ პარამეტრების დასამახსოვრებლად.
ან, თუ Tor-ბრაუზერი უკვე გაშვებულია, დაწკაპეთ „პარამეტრები“ მთავარ მენიუში (≡) და შემდეგ „Tor“, გვერდით ზოლზე.
„ხიდების“ განყოფილებაში, მონიშნეთ „ხიდის გამოყენება“ და შემდეგ „გადამცემი ხიდის მოთხოვნა საიტიდან torproject.org“, დაწკაპეთ „ახალი გადამცემი ხიდის მოთხოვნა..." და BridgeDB მოგაწვდით მას.
გაიარეთ Captcha-შემოწმება და დაწკაპეთ „გაგზავნა“. თქვენი პარამეტრები ავტომატურად შეინახება ჩანართის დახურვისას.
გადამცემი ხიდების მისამართების შეყვანა
თუ პირველად უშვებთ Tor-ბრაუზერს, დაწკაპეთ „Tor-ქსელის პარამეტრებს“, გამართვის ფანჯრის გასახსნელად.
განყოფილებაში „ხიდები“, მონიშნეთ „ხიდის გამოყენება“, შემდეგ კი აირჩიეთ „ნაცნობი გადამცემი ხიდის მითითება“ და შეიყვანეთ თითოეული ხიდის მისამართი, ახალ ხაზზე.
დაწკაპეთ „დაკავშირება“ პარამეტრების შესანახად.
ან, თუ Tor-ბრაუზერი უკვე გაშვებულია, დაწკაპეთ „პარამეტრები“ მთავარ მენიუში (≡) და შემდეგ „Tor“, გვერდით ზოლზე.
განყოფილებაში „ხიდები“, მონიშნეთ „ხიდის გამოყენება“, შემდეგ კი აირჩიეთ „ნაცნობი გადამცემი ხიდის მითითება“ და შეიყვანეთ თითოეული ხიდის მისამართი, ახალ ხაზზე.
თქვენი პარამეტრები ავტომატურად შეინახება ჩანართის დახურვისას.
თუ დაკავშირება ვერ მოხერხდა, მოცემული გადამცემი ხიდები შესაძლოა აღარ იყოს მოქმედი. გთხოვთ, ზემოთ აღნიშნული გზების საშუალებით მოითხოვოთ სხვა ხიდების მისამართები და სცადოთ ხელახლა.